ლიფტში და სადარბაზოს კარზე ვამონტაჟებთ საბარათე სისტემას, აბონენტების გადახდები ავტომატურად გროვდება კორპუსის ანგარიშზე, თქვენ კი ყველაფერს ონლაინ ხედავთ.
ოთხი მარტივი ნაბიჯი — შეთანხმებიდან კორპუსის ფინანსების სრულ კონტროლამდე.
თქვენთან შეთანხმებით ვითვლით კორპუსის საჭირო ხარჯებს და ვადგენთ ყოველთვიურ ტარიფს.
ლიფტში ვამონტაჟებთ საბარათე სისტემას — მგზავრობა ბარათით ხდება.
აბონენტების გადახდები გროვდება კორპუსის საერთო ანგარიშზე, რომელსაც თქვენ განკარგავთ.
პორტალში ხედავთ, ვინ რამდენი ჩარიცხა და რაზე დაიხარჯა თანხა.
სისტემა ერთობლივად მუშაობს ლიფტთან და სადარბაზოს კართან, რაც ყოველდღიურობას ამარტივებს და კორპუსს უსაფრთხოს ხდის.
ლიფტით მგზავრობა აქტიური ბარათით. სისტემა თავად აღრიცხავს გადახდებს — ფულის შეგროვება ხელით აღარ არის საჭირო.
სადარბაზოს კარს მხოლოდ რეგისტრირებული ბარათის მფლობელი აღებს — უცნობი პირები ვეღარ შემოვლენ.
სისტემა სრულად გამჭვირვალეა: ბალანსი, ჩარიცხვები, ხარჯები და აბონენტები ერთ გვერდზე, ნებისმიერი თვის ანგარიშით.
მობაილ ბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატით.
მორგებული თქვენი კორპუსის საჭიროებებზე.
ჩარიცხვების და დანახარჯების სრული ისტორია.
ტექნიკური გუნდი 24 საათის განმავლობაში აკვირდება სისტემას.
გადაიხადეთ რამდენიმე წამში — მობაილ ბანკიდან ან სწრაფი გადახდის აპარატიდან.
თიბისის, საქართველოს ბანკის ან ლიბერთი ბანკის მობაილ ბანკი, ან სწრაფი გადახდის აპარატი.
საძიებო ველში ჩაწერეთ „მაილიფტი“ და შეიყვანეთ თქვენი აბონენტის ნომერი.
მიუთითეთ თანხა — ბალანსი მყისიერად შეივსება. ბალანსს MyLift-ის აპლიკაციაშიც ნახავთ.
ჩამოტვირთეთ MyLift-ის აპლიკაცია და ყველაფერი, რაც ლიფტს და სადარბაზოს ბარათს ეხება, ერთ ადგილას გექნებათ.
დატოვეთ ნომერი და დაგირეკავთ — ერთად დავთვლით ტარიფს და მონტაჟის ვადებს.