M Y L I F T

Loading

მაილიფტი არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში და სადარბაზოს კარებზე თანამედროვე საბარათე სისტემების დამონტაჟებაში. ჩვენი სისტემა უზრუნველყოფს, რომ ლიფტებით მგზავრობა მხოლოდ სპეციალური პირადი ბარათით იყოს შესაძლებელი. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვახდენთ სადარბაზოს კარზე დახურული დაშვების სისტემის მონტაჟს, რაც ხელს უშლის უცხო პირების შესვლას და კიდევ უფრო აძლიერებს უსაფრთხოებას.

ჩვენი სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მნიშვნელოვნად ამარტივებს ფინანსების შეგროვებას და განკარგვას: საბარათე სისტემით შესაძლებელი ხდება კორპუსისთვის საჭირო თანხების შეგროვება და განკარგვა სრულიად გამჭვირვალედ, რაც არა მხოლოდ ლიფტის მომსახურებას, არამედ კორპუსის სხვა ნებისმიერ საჭიროებებსაც მოიცავს. აღსანიშნია, რომ ლიფტზე და სადარბაზოს კარზე გამოიყენება ერთი ბარათი, რაც კიდევ უფრო პრაქტიკულია და უფრო კომფორტულს ხდის საბარათე სისტემის გამოყენებას. 


მაილიფტის მიზანი
არის მუდმივად გაუმჯობესდეს საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს უსაფრთხოება და კომფორტი მისი მაცხოვრებლებისთვის მარტივად მართვადი ფინანსური სისტემებით. ჩვენ ვიღებთ ინოვაციურ მიდგომას, რომელიც არა მხოლოდ ლიფტების და სადარბაზოს სისტემების მონტაჟს მოიცავს, არამედ ერთიანი პლატფორმის შექმნას, რომლითაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ მარტივად და გამჭვირვალედ მოაგვარონ ფინანსური საკითხები. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც მაცხოვრებლების კომფორტი, უსაფრთხოება და ფინანსური პროცესების გამჭვირვალობა ერთიანდება, რათა ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი და ხარისხიანი გახდეს.

ყველაფერი თქვენი კომფორტისათვის!

ჩვენი სერვისი

როგორ მუშაობს მაილიფტი

ტარიფის დადგენა

თქვენთან შეთანხმებით ითვლება კორპუსისთვის საჭირო ხარჯები და დგინდება ყოველთვიური ტარიფი.

მონტაჟი

ლიფტში მონტაჟდება საბარათე სისტემა რის შემდეგაც ლიფტით მგზავრობა შესაძლებელია ბარათის გამოყენებით.

ფინანსები

აბონენტების მიერ ჩარიცხული თანხები ჯამურად გროვდება კორპუსის საერთო ანგარიშზე, რომელსაც განკარგავთ თქვენ.

პორტალი

პორტალში შესაძლებელია აკონტროლოთ აბონენტების მიხედვით ჩარიცხული და გახარჯული თანხები.

უსაფრთხოება

სადარბაზოს კარის საბარათე სისტემა

მაილიფტი გთავაზობთ თანამედროვე საბარათე სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სადარბაზოს უსაფრთხოებას. ჩვენი სისტემა ხელმისაწვდომია მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის, რადგან სადარბაზოს კარის გაღება მხოლოდ რეგისტრირებული ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. ეს გამორიცხავს უცნობი პირების შესვლას და უზრუნველყოფს მაცხოვრებლების უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი სისტემა ერთობლივად მუშაობს როგორც სადარბაზოს კართან, ისე ლიფტთან. ერთი ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სადარბაზოს კარზე, ისე ლიფტში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას და უზრუნველყოფს უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს. მაილიფტის სადარბაზოს საბარათე სისტემა იდეალური გადაწყვეტაა კორპუსის უსაფრთხოებისთვის, რაც თქვენს მაცხოვრებლებს აძლევს მეტ სიმშვიდეს.

ყველაფერი თქვენი კომფორტისათვის

ვიდეო მიმოხილვა

01

გადახდა

ბალანსის შევსება შესაძლებელია მობაილ ბანკით და სწრაფი გადახდის აპარატებით.

02

ტარიფი

ტარიფები ინდივიდუალურია და შესაძლებელია თქვენს ინტერესებზე მორგება.

03

სრულად გამჭვირვალე

სისტემა სრულად გამჭვირვალეა და შესაძლებელია ნახოთ ჩარიცხვების და დანახარჯების ისტორია.

04

მხარდაჭერა

ჩვენი ტქენიკური გუნდი 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს ლიფტში დაყენებულ სისტემას.

ხშირად დასმული კითხვები

გაიგე მეტი მაილიფტი-ს შესახებ

ბალანსის შევსება შესაძლებელია თბს და საქართველოს ბანკის მობალი ბანკიდან და სწრაფი გადახდის აპარატებიდან. საძიებო ველში მოძებნეთ "მაილიფტი", შეიტანეთ თქვენი აბონენტის ნომერი და გადაიხადეთ სასურველი თანხა.
ბალანსის შემოწმება შესაძლებელია 2 გზით
1. თბს ან საქართველოს მობაილ ბანკიდან
2. ბალანსის შემოწმების ბმულიდან
ბარათის შესაძენად დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორებს ნომერზე: 599 311 447 და შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 დღეში ჩვენი კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ.