მაილიფტი გთავაზობთ თანამედროვე საბარათე სისტემას, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ მარტივად და გამჭვირვალედ თანხების შეგროვებასა და მართვას უზრუნველყოფს. ჩვენი სისტემა მუშაობს მხოლოდ სპეციალური ბარათით, რაც ხელს უშლის უცხო პირებს ლიფტის გამოყენებაში, და უზრუნველყოფს, რომ ლიფტის გამოყენება მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ჩვენი საბარათე სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ პროცესებზე. მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად შეაგროვონ ლიფტის მომსახურების საფასური ან ნებისმიერი სხვა საჭირო თანხები, რომლის გადახდაც შესაძლებელია აბონენტის ნომრით მობალ ბანკიდან და სწრაფი გადახდის აპარატებიდან. ეს პროცესი გამჭვირვალეა, რაც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს, კონტროლი ჰქონდეთ საჭირო თანხების შეგროვებაზე და მის განკარგვაზე.
მაილიფტის საბარათე სისტემა არა მხოლოდ გააუმჯობესებს ლიფტების მუშაობას, არამედ ქმნის ეკონომიურ და გამჭვირვალე მენეჯმენტს, რომელიც ამარტივებს საერთო ფინანსების და კორპუსის რესურსების მართვას.